LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი სააკაშვილზე: „თუკი ვაჟკაცია, დამსახურებულ სასჯელს გაუძლოს და პოლიტიკურ ასპარეზზე შემდეგ გამოვიდეს“

201
Untitled design

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჯანდაცვამ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უზრუნველყოს.

ნევროლოგი: თუ მიხეილ სააკაშვილი წონაში კლებას გააგრძელებს და 52 კილოგრამზე ქვემოთ ჩამოვა, მოკვდება

როგორც გია ვოლსკი აღნიშნავს, „ქვეყნის სამედიცინო რესურსი საკმარისია იმისთვის, რომ სააკაშვილი ფეხზე დააყენოს“.

„რასაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვხედავთ, არის ის, რომ ჩვენი სამედიცინო რესურსი საკმარისია არათუ გადაარჩინოს მისი სიცოცხლე, არამედ ძალიან მოკლე ხანში გამოაჯანმრთელოს და ფეხზე დააყენოს..

თუკი ვაჟკაცია, გაუძლოს დამსახურებულ სასჯელს და პოლიტიკურ ასპარეზზე შემდეგ გამოვიდეს.

როგორ შეიძლება, მკურნალობასთან დაკავშირებით ყველაფერი სწორად მიდიოდეს, როდესაც მთავარი ექიმი აცხადებს, რომ პაციენტი მკურნალობას არ ექვემდებარება.

ის უარს აცხადებს არა მხოლოდ მკურნალობაზე, უარს აცხადებს ექსპერტიზაზე და უფრო მეტიც, გაკეთებული აქვს კუჭის რეზექცია, რამდენიმე დღეა შიმშილობს და რასაკვირველია, ნეკნიც გამოჩნდება და შეიძლება სხვა ძვალიც გამოუჩნდეს.

მთავარია ის, რომ ეს ყველაფერი ერთ დიდი კალათაში იკრიბება, რომელსაც პიარ-თაღლითობა ჰქვია.

ამაში უშველებელი თანხაა გადახდილი, ხოლო გადახდილი თანხის სანაცვლოდ იბეჭდება სტატიები იმის შესახებ, რომ ადამიანი მოწამლულია. აქედან გამომდინარე, რეალური სურათი შეიძლება აბსოლუტურად სხვა იყოს. მოსამართლის გადასაწყვეტია, რამდენად კომპეტენტურია დასკვნები, რომელიც განსახილველად დევს..

მისი პოლიტიკური გარემოცვა და, ამაში ოჯახის წევრებიც არიან ჩართული, სააკაშვილს იქითკენ უბიძგებენ, რომ თავი დაიზიანოს. ხოლო თუკი ფატალური შედეგი დადგება ამით ისარგებლებს არა სახელმწიფო და მმართველი ჯგუფი, არამედ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არავითარი რესურსი არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ სააკაშვილი რაც შეიძლება ცუდად იყოს და რაც შეიძლება მეტი პრეტენზია ჰქონდეთ დასავლელ პარტნიორებს ხელისუფლების მიმართ, ასეთია რეალობა.

არის მეორე რეალობაც, თუ ადამიანი არ ჭამს, თუკი ადამიანი აცხადებს, რომ მოწამლულია და უარს ამბობს ექსპერტიზაზე, თუკი ადამიანს გაკეთებული აქვს კუჭის რეზექცია და არ მიჰყვება დანიშნული მკურნალობის კურსს, რა საკვირველია, ის კარგად ვერ იქნება. სწორედ ამიტომ არის ჰოსპიტალში.

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჯანდაცვამ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უზრუნველყოს“, – თქვა გია ვოლსკიმ.

მიხეილ სააკაშვილი: მე საქართველოს მივეცი ჩემი ცოდნა, მივეცი ჩემი ჯანმრთელობა და თუ საჭიროა სიცოცხლესაც მივცემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები