LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნევროლოგი: თუ მიხეილ სააკაშვილი წონაში კლებას გააგრძელებს და 52 კილოგრამზე ქვემოთ ჩამოვა, მოკვდება

153
Untitled design

„თუ პაციენტი წონაში კლებას გააგრძელებს და მასის ინდექსი 14-ზე ჩამოვა, ანუ წონა 52 კილოგრამზე ქვემოთ ჩამოვა, მოკვდება. როდესაც ჩვენ ეს ინდექსი ვნახეთ, 20 თუ 21 იყო..“, – ეს განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესზე სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას დისტანციურად ერთვება

„კახექსია დემენციაზე უფრო მძიმეა. ჩვენ დავთვალეთ კალორაჟი და ვნახეთ, რომ 400 კალორიას იღებდა. სასიცოცხლო ფუნქციები რომ შევინარჩუნოთ, მისთვის 1100 კალორიაა აუცილებელი. თუმცა ზოგადად, მაგ კომპლექციის მქონე ადამიანმა 1800-2000 კალორია უნდა მიიღოს“, – განაცხადა წულაძე.

დაცვის მხარის კითხვაზე – არ ჭამს თუ ვერ ჭამს მიხეილ სააკაშვილი, წულაძემ განაცხადა, რომ ანორექსია და კახექსია მადის დაქვეითებას იწვევს და პროცესს პაციენტი ვერ მართავს:

„თავიდან, როდესაც შიმშილობა დაიწყო, ალბათ, არ ჭამდა. ახლა ვეღარ ჭამს..

ანორექსია და კახექსია გულისრევას და მადის დაქვეითებას იწვევს. ეს არ არის პაციენტის მხრიდან მართვადი, ასე ადვილად ვერ მართავს. მკურნალობის თავისი პროტოკოლი აქვს და ალბათ, კოლეგები მკურნალობენ. არ ვიცი, ამ ბოლო დროს, რას აძლევენ“, – აღნიშნა თენგიზ წულაძემ.

შეგახსენებთ, სხდომას კლინიკა „ვივა მედიდან“ დისტანციურად ჩაერთო თავად მიხეილ სააკაშვილიც და აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია.

მიხეილ სააკაშვილი: მე საქართველოს მივეცი ჩემი ცოდნა, მივეცი ჩემი ჯანმრთელობა და თუ საჭიროა სიცოცხლესაც მივცემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები