LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას დისტანციურად ერთვება

136
Untitled design (1)

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას კლინიკა „ვივა მედიდან“ დისტანციურად ერთვება თავად მიხეილ სააკაშვილი და დარბაზს უკრაინულ ენაზე მიმართავს.

„დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში, მაგრამ თუ მე ვერ ვიცოცხლებ უკრაინის გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში, ის ეკუთვნის უკრაინას“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი: მე საქართველოს მივეცი ჩემი ცოდნა, მივეცი ჩემი ჯანმრთელობა და თუ საჭიროა სიცოცხლესაც მივცემ

შეგახსენებთ, პროცესი მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით იმართება.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მოწმეებს დაკითხავენ.

სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები