LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეგნანი: საქართველო ჩვენნაირია? აქვს ისეთივე თავდადება თავისუფლების, ღირებულებების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ? – ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამაზე პასუხს ელიან

176
კელი დეგნანი

„საქართველო ჩვენნაირია? აქვს საქართველოს ისეთივე თავდადება თავისუფლების, ღირებულებების, პრინციპების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ? – ამაზე პასუხს ელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ევრორეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ელჩმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ეს არ არის მხოლოდ ვალდებულებების ფორმალურად შესრულების პროცესი, ეს არის პროცესი ევროკავშირისთვის და ქართველი ხალხისთვის იმის საჩვენებლად, რომ ხელისუფლება და ქართველი ლიდერები პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს.

„დავიწყებ იმით, რომ დაკვეთა 12 პუნქტთან დაკავშირებით და საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რეალურად ქართველი ხალხისგან მომდინარეობს. ხალხისგან, რომელმაც ძალიან ნათლად განაცხადა, რომ მათი არჩევანი არის ევროპული მომავალი. საქართველოში ყველა ლიდერმა ინტენსიურად უნდა იმუშაოს რეფორმებზე, რომელიც მოთხოვნილია კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ყველამ უნდა იმუშაოს ამის მისაღწევად, რადგან ამას მოჰყვება ძალიან დიდი სარგებელი ოჯახებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მეწარმეებისთვის და ყველასთვის.

EU-ს რომელი რეკომენდაციები შეასრულა საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად – პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპულ პერსპექტივაზე დეტალურად ისაუბრა

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში უკვე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

ევროკავშირთან დაახლოება ნიშნავს უფრო მეტ კეთილდღეობასა და უფრო მეტ უსაფრთხოებას, სწორედ ამიტომ საქართველოს მოსახლეობა ათწლეულების, თუ არა საუკუნეების განმავლობაში, ძალისხმევას არ იშურებდა ევროპული მომავლისთვის, ამ ევროპულ ოჯახთან ინტეგრაციისთვის, რომლის ნაწილი საქართველო ყოველთვის იყო.

ვფიქრობ, რომ გარკვეული პროგრესის მიღწევა გახდა შესაძლებელი, თუმცა ევროკავშირიდანაც მოვისმინეთ, რომ კიდევ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი. ეს არ არის მხოლოდ ვალდებულებების ფორმალურად შესრულების პროცესი, ეს არის პროცესი ევროკავშირისთვის და ქართველი ხალხისთვის იმის საჩვენებლად, რომ ხელისუფლება და ქართველი ლიდერები პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს, საქართველოს ძლიერ დემოკრატიას და დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

ამას ელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები – საქართველო ჩვენნაირია? აქვს საქართველოს ისეთივე თავდადება თავისუფლების, ღირებულებების, პრინციპების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ. ეს არის, რაც აერთიანებს ევროკავშირის ოჯახს და აქედან გამომდინარე, ყველა, ვინც აპირებს გახდეს ამ ოჯახის ნაწილი, უნდა იზიარებდეს იმავე პასუხისმგებლობებს, ღირებულებებსა და პრინციპებს.

კობახიძე: დოკუმენტით ევროკომისიამ თავადვე დაადასტურა ის, რასაც ივნისიდან ვამტკიცებდით – საქართველო ყველა პარამეტრით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს

საქართველოს სჭირდება მეტი ერთიანობა, მეტი ინკლუზიური პროცესები, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, რაც წარმოაჩენს, რომ ერთიანი და არა გაყოფილი საქართველო მუშაობს კანდიდატის სტატუსისთვის. ეს იქნება ძალიან ძლიერი გზავნილი არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვისაც.“– განაცხადა კელი დეგნანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g