რამდენიმე დღის წინ ინტერნეტი ააფეთქა „სამეფო კარის თამაშების“ ახალ ეპიზოდში გაპარულმა კადრმა, სადაც ემილია კლარკის გმირის, დეინერის ტარგარიენის გვერდით „სტარბაქსის“ ყავა გამოჩნდა. ამ თემაზე ინტერნეტში უამრავი ვერსია გავრცელდა. ბევრი მიიჩნევდა, რომ „სტარბაქსმა“ უამრავი ფული გადაიხადა, რათა ყავა კადრში გამოჩენილიყო.
დღეს ტელეკომპანია HBO-მ პირველი კომენტარი გააკეთა და ფაქტი იუმორით შეაფასა: „ლატე შეცდომა იყო, დეინერისმა ჩაი შეუკვეთა“ – ნათქვმია კომპანიის „ტვიტერის“ პოსტში.