LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოიძე: რაც უნდა თქვას „ოცნებამ“, ივანიშვილი არის ოლიგარქი, ოლიგარქია ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენაა და მას, ვინც ეს არ იცის, ვურჩევდი „დაგუგლოს“

43
Untitled design (10)

„რაც უნდა თქვას „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია“, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბრის დროს განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ოლიგარქია ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენაა და მას, ვინც ეს არ იცის, პოლიტიკოსი ურჩევს „დაგუგლოს“:

„რაც უნდა თქვას „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, სწორედ ამიტომ კანონმდებლობას, რაც პირდაპირ, იდენტურად გადმოიტანეს უკრაინიდან, განვიხილავთ არა მხოლოდ არასაკმარისად, არამედ ყალბად და მხოლოდ ფასადურად.

არ მივიჩნევთ, რომ ეს კანონმდებლობა არის ადეკვატური იმ საფრთხეების მიმართ, რომელიც ქვეყანას აქვს. ოლიგარქია არის ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენა და მას, ვინც ეს არ იცის, ვურჩევდი „დაგუგლოს“.

ეს არის მცირეთა მმართველობა, როცა სერიოზული კავშირია სახელმწიფო ინსტიტუტებს, სახელისუფლებო წრეებსა და ოლიგარქებს შორის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები