LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოიძისთვის ხმის მიმცემი „ქუთეისლები“ კი ხართ ღირსები დაგიხუროთ ბიძინამ და ოცნებამ ის მილიარდიანი უნივერსიტეტი და არც წყალტუბო დაიწყონ: მანჩო გიორგობიანი

11882
გიორგობბიანი

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის მიერ, ხმების 43,84% მიღებას ეხმიანება, რითიც დეკანოიძემ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს აჯობა.

მანჩო გიორგობიანი წერს, რომ ყველა ქუთაისელი, რომელმაც ხმა ხატია დეკანოიძეს მისცა ღირსები არიან, რომ დახუროს ბიძინამ მილიარდიანი უნივერსიტეტი, არც წყალტუბოს პროექტის განხორციელება დაიწყოს და შემდეგ სდიონ ქუთაისელებმა ხატია დეკანოიძეს.

მანჩო გიორგობიანი წერს, რომ მიღებული შედეგი სამარცხვინოა.

ცესკოს წინასწარი მონაცემები ქუთაისის მერის არჩევნებში ხატია დეკანოიძე – 43,84% მიიღო, იოსებ ხახალეიშვილი – 41,53%

„დანარჩენ ქუთაისს და ქუთაისელებს რას ვერჩი, თორემ ხატია დეკანოიძე დედამოხნულისთვის ხმის მიმცემი “ქუთეისლები” კი ხართ ღირსები დაგიხუროს ბიძინამ და ოცნებამ ის მილიარდიანი უნივერსიტეტი , არც წყალტუბო დაიწყონ და სდიეთ მერე ხატიას და პარლამენტის 1000 კაცს !.,

რად გინდათ 60 000 სტუდენტი და კაი ცხოვრება ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის და უმაღლესი დონის კურორტის გვერდით?!..

სამარცხვინოა უბრალოდ , სამარცხვინო დეკანოიძე!..

მიდით, მიჰასაც აშოვნინეთ კიდევ მილიარდები, ბებიათქვენისამ ბიძინასავით დაგახარჯავთ რა… ცოტა სახლები იყიდა მაიამიში და მანჰეტენზე თავის მუ@ლები ბოლომდე არ დაუსახლებია თქვენს ხარჯზე… ახლები ჰყავს გასამდიდრებელი!..

ვაი, თქვენს პატრონს, ყველასი , ვინც ნაცხლისტობას ხმა მიეცით?! . უვიცი , უდონო ბრბო – ტყუილებით გაბერილი, შეცდომას და ბოროტებას , ქვეყნის ღალატს რომ ვერ ანსხვავებთ!..

ნაცების წინააღმდეგ ნამდვილი საფრთხობელა რომ დაეყენებინათ, იმას მივცემდი ხმას ბოლო-ბოლო და თუ ოცნების არ მოგწონდათ, სხვა პარტია და კანდიდატი არ იყო?!.“, – წერს გიორგობიანი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები