ე.წ.ციანიდის საქმეზე დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელი არ გადაუვადეს. ამის შესახებ დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება საპატრიარქოსა და მთავრობის მიერ დამუშავებულმა მოსამართლემ მიიღო.
„დღეს სასამართლომ გადაცყვეტილება გამოაცხადა მამა გიორგის საპყრობილედან დროებით სამკურნალოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით. საპატრიარქოს და მთავრობის მიერ დამუშავებულმა მოსამართლემ ასეთი განცხადება გააკეთა სასამართლო სხდომაზე: მე ვთვლი, რომ ის ავად არის, მაგრამ დროებითი გათავისუფლების მოთხოვნას ვერ დავაკმაყოფილებო. მოსამართლემ ვერ დაასაბუთა რატომ არ უშვებს სამკურნალოდ პარალიზებულ ადამიანს და უბრალოდ თქვა, რომ არ უშვებს. ეს ადასტურებს ინფორმაციას, რომელიც რამდენიმე დღის წინ სანდო წყარომ მომაწოდა იმის შესახებ, რომ ამ დღეებში საპატრიარქოში მივიდა ეს მოსამართლე და პატრიარქს ესაუბრა რამდენიმე წუთის განმავლობაში.
საქართველოს საპატრიარქო: „დეკანოზ მამალაძის შეწყალებას კვლავ ვემხრობით“
"2017 წლის სექტემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ მამა გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო და მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა".
მეგობრებო, ირანის ტიპის სახელმწოფოში ვცხოვრობთ და აიათოლა ოლიგარქთან ერთად მართავს საქართველოს ყველა სახელისუფლებო შტოს. კორონაც მალე გაივლის“… წერს სოციალურ ქსელში თორნიკე მამალაძე.
ცნობისთვის, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლილი მსხილაძემ მიიღო.