LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საპატრიარქო: „დეკანოზ მამალაძის შეწყალებას კვლავ ვემხრობით“

79
MAMALADZE

საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საპატრიარქო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მისი პოზიცია დეკანოზის მიმართ უცვლელია და მის შეწყალებას ემხრობიან. 

„გავრცელებული ინფორმაციით, ა.წ. 17 მარტს უნდა შედგეს სასამართლო პროცესი დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, 2019 წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული განჩინების საფუძველზე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მიმართა საქართველოს პრეზიდენტს მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების შესახებ მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზისი თხოვნის გათვალისწინებით.
ეკლესიის პოზიცია უცვლელია.
და ამჟამადაც, როდესაც მიმდინარეობს მსჯელობა მისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადებაზე, ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ, რომ ვემხრობით როგორც მისი შეწყალების საკითხს, ასევე სხვა სახით შეღავათის მიცემასაც მიუხედავად იმისა, რამდენად შეესაბამება რეალობას სასჯელის გადავადების მოტივი“, – ვკითხულობთ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

„ავხსნი იმ გარემოებეს, რისი მსხვერპლიც ვარ", - დეკანოზი მამალაძე აპირებს, პრეზიდენტს წერილით მიმართოს

ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ამბობს, რომ აპირებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს წერილი მიწეროს, სადაც იმ გარემოებების ახსნის, რის მსხვერპლადაც მიიჩნევს თავს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან , “შაბათის კურიერთან” სატელეფონო საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, პრეზიდენტს აქვს ბერკეტი, დეტალურად გაეცნოს ამ საქმეს. ჟურნალისტის კითხვაზე – რამდენად აქვს მას პრეზიდენტის იმედი – დეკანოზმა ასე უპასუხა: „პრეზიდენტს შეუძლია და აქვს უნიკალური […]

ცნობისთვის, 2017 წლის სექტემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ მამა გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო და მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.

2019 წლის ნოემბერში დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით წმიდა სინოდმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა დეკანოზი არ შეიწყალა.

მანამდე დიდი მოლოდინი იყო, რომ დეკანოზს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეიწყალებდა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება ზურაბიშვილის მსგავსად ვერც მან მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები