LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: „ანანურის ციხესიმაგრეზე ძალიან „თითხნაობენ” „რესტავრატორები”, მგონი ელიავაზე აყვანილი „ბრიგადაა”, აბა, სხვა რა ვიფიქრო?!“

161
iliachigladze2021

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პრობლემური საკითხის შესახებ ამახვილებს ყურადღებას. როგორც სასულიერო პირი წერს, ანანურის ციხესიმაგრის რესტავრაცია მიმდინარეობს და მისი შეფასებით, რესტავრატორები ძალიან „თითხნაობენ“.

„გელათი არაა, ანანურია, მაგრამ მოგეხსენებათ, ესეც უმნიშვნელოვანესი ეროვნული განძია და ამიტომ სპეციალისტებმა უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება. ანანურის ციხესიმაგრეზე რესტავრაცია მიმდინარეობს ზაფხულიდან მოყოლებული. მიმაჩნია, რომ ძალიან „თითხნაობენ” „რესტავრატორები”, მგონი, ელიავაზე აყვანილი „ბრიგადაა”, აბა, სხვა რა ვიფიქრო?! დააკვირდით ფოტოებს. კარგი იქნება რომ სპეციალისტების მცირე ჯგუფები ალტერნატიულ, მოხალისე ინსპექტირებებს აკეთებდნენ მიმდინარე პროექტებზე, თორემ ლამის ყოველ მეორე რესტავრირებულ ძეგლს “გელათი” დამართეს. ცემენტია თუ კირცემენტის ხსნარი, არც ეს ვიცი. ფაქტია, ძალიან ყვირის და ულაზათოთდ, უხეშადაა მითითხნილი!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები