LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვწყევლი და შევაჩვენებ სპირიდონ აბულაძეს და ყველა სხვა პუტინოიდს, რუსოფაშისტს, კაენის ცოდვის გამამართლებელ რუსოფილს” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

343
BeFunky-collage (3)

დეკანოზი ილია ჭიღლაძე რამდენიმე სასულიერო პირს, მათ შორის მეუფე სპირიდონს წყევლის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს მართლმადიდებლობის ზეიმია და საეკლესიო ტრადიციული ტიპიკონით აღესრულება ერესიარქების (მწვალებლობათა მოთავეების) ანათემირება, შეჩვენება, დაწყევლა. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ეს წესი აღარ სრულდება ქართულ ეკლესიაში, რაც არა მართლმადიდებლურია და საეკლესიო ტიპიკონის დარღვევაა.

ვწყევლი და შევაჩვენებ ყველა ძველ ერსიარქს და მათთან ერთად შევაჩვენებ და ვწყევლი ახალ ერესიარქებს კირილე გუნდიაევს, სპირიდონ აბულაძეს, ილია კარკაძეს და ყველა სხვა პუტინოიდს, რუსოფაშისტს, კაენის ცოდვის გამამართლებელ რუსოფილებს, სახარების უარყოფის, ქრისტეანობის გაყალბების, ეკლესიის გახრწნის, რელიგიის პოლიტიკურ იარაღად ქცევისათვის! ახალმოწამე უკრაინელ მართალ მამათა, დედათა, ბავშვთა სისხლი იყოს თქვენზე და ყველა თქვენს მიმდევარზე!!!”,-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

იწინასწარმეტყველეს, რომ გაერთიანდება და შედგება ერთი დიდი, წმინდა რუსეთი: რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი – მერე საქართველოში აღდგება მეფობა: მეუიფე სპირიდონი

ყოველ წელს „გეი პარადი“ იმართება ღვთისმშობლის წილხვედრ კიევში, ამას უფალი არ გაპატიებს – გეი აქტივისტს რომ პრეზიდენტად აირჩევ, რა თქმა უნდა, სასჯელს უნდა ელოდებოდე: მეუფე სპირიდონი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები