LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველ წელს „გეი პარადი“ იმართება ღვთისმშობლის წილხვედრ კიევში, ამას უფალი არ გაპატიებს – გეი აქტივისტს რომ პრეზიდენტად აირჩევ, რა თქმა უნდა, სასჯელს უნდა ელოდებოდე: მეუფე სპირიდონი

611
მეუფე-სპირიდონ-აბულაძე

სხალთის მიტროპოლიტმა, მეუფე სპირიდონმა საკვირაო ქადაგებისას საქართველოს იმ მოქალქეებს მიმართა, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთს აკრიტიკებენ.

მისი თქმით, შესაძლოა უკრაინა იმის გამო „ისჯება, რომ “გეი პარადი” იმართებოდა“.

„მაიდანი და გადატრიალება რომ მოაწყვეს უკრაინაში, „გეი პარადით“ აღნიშნეს და იმის შემდეგ, ყოველ წელს „გეი პარადი“ იმართება, სად? ღვთისმშობლის წილხვედრ კიევში. ამას უფალი არ გაპატიებს, ვინ დაგსჯის, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? დაისჯები და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ძმები ხოცავენ ერთმანეთს“,- აღნიშნა მეუფე სპირიდონმა.

მისივე თქმით, კიევი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია და „ამხელა სიწმინდეში გეი პარადებს რომ ატარებ,

„კიევი არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი, ეს ხომ უდიდესი საჩუქარია მათთვის. შე დალოცვილო, ამხელა სიწმინდეში გეი აქტივისტს რომ პრეზიდენტად აირჩევ, არ არის ეს კარგი და რა თქმა უნდა, სასჯელს უნდა ელოდებოდე, ამ სიწმინდეში ყოველ წელიწადს, გეი პარადებს რომ ჩაატარებ, რაგასაკვირია, რომ დაისაჯო და ღვთის რისხვა მოგეწიოს“, – აღნიშნა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები