LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: სიკვდილიანობა და ანტივაქსერული განწყობების მაღალი დონე მთლიანად ილია მეორის კისერზეა მორალურად, ისაა კერპი

243
ილია

დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოში შექნილ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას აცრის დაბალი რიცხვით ხსნის. მიზეზად კი ანტივაქსერულ განწყობებს ასახელებს, რომლის შექმნაშიც პატრიარქის „დამსახურებას“ ხედავს.

დეკანოზი ამბობს, რომ პატრიარქს ფერისცვალების დღესასწაულზე ხალხისთვის ვაქცინაციისკენ უნდა მოეწოდებინა.

„58 გარდაცვლილი დღეს… ეს რეკორდია საქართველოსთვის. ეს კიდევ გაიზრდება, აცრის უკიდურესად დაბალი რიცხვია ქვეყანაში.

კარგად დაწერა ერთმა ადამიანმა ფეისბუკში:

“პატრიარქი როცა კი ცუდად ხდება ეგრევე სამკურნალოდ მიდის ხან სად და ხან სად…

საჯანმრთელო პარაკლისის იმედად არ რჩება (ძალიან კარგად იცის, რაც მოხდება თუ მაგის იმედად დარჩება).

დღეს, იმის მაგივრად რომ ხალხისთვის ეთქვა, წადით და აიცერითო, პარაკლისები გადაიხადეთო დაავალა ბიჭებს ? ?”.

არანაირი მადლიერება საბჭოთა პატრიარქისაგან ექიმებისადმი არ ისმის, არადა ის რომ დღეს ცოცხალია მხოლოდ ექიმების და მედიცინის დამსახურებაა, თანაც ევროპული მედიცინის, გერმანიაში რამდენჯერმე იყო, ჩეხეთშიც ასევე წინა წლებში.

ღმერთის იმედად თუ იყო, მაშ ნუ მიმართავდა ძვირად ღირებულ სამედიცინო მკურნალობებს და ევროპაში ნუ ივლიდა ამისთვის. დღევანდელი სიკვდილიანობა და ანტივაქსერული განწყობების მაღალი დონე საქართველოში მთლიანად ილია მეორის კისერზეა მორალურად, ისაა ის კერპი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 88 პროცენტი ემონება“. – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები