LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ „ციანიდის საქმის“ დაკვეთის 3 მიზეზი დაასახელა

381
2025-02-16_23-55-38_488965

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ „ციანიდის საქმის“ დაკვეთის 3 მიზეზი დაასახელა.

მისი თქმით, საქმის დამკვეთებმა ამით შეინარჩუნეს საპატრიარქოში ფინანსური, საშინაო და საგარეო პოლიტიკური ბერკეტები.

„ციანიდის საქმე“ განპირობებული იყო იმით, რომ საფრთხე ემუქრებოდა იმ მთავარ ბერკეტს, რისი მეშვეობითაც ეკლესიის წიაღში საეკლესიო თუ საერო პირები ახდენენ საეკლესიო ქონებით ხელის მოთბობას და დაწინაურებას, მათ შორის სახელმწიფო თანამდებობებზე,

საფრთხე ექმნებოდა იმ ბერკეტს, რომ სამთავრობო პოლიტიკური პარტიები ვერ შეძლებდნენ მოეხდინათ მანიპულაციები.

იკარგებოდა ის ბერკეტი, რომ საქართველოს მტერი და მის ტერიტორიაზე არსებული მართლმადიდებელი ეკლესია დაკარგავდა ბერკეტს საქართველოს ეკლესიაში მანიპულირების“, – განაცხადა გიორგი მამალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g