LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”დელფოსი” მომხმარებელებს 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

295

”დელფოსი” მომხმარებელებს ვერცხლის, ოქროსა ბრილიანტის სრულ კოლექციაზე 10%- იან ფასდაკლებას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მარიამ ღუღუნიშვილმა განმარტა, მათი კოლექცია 2 კვირაში ერთხელ ახლდება და შესაბამისად, კლიენტებს 2016 წლის ყველაზე მოდურ აქსესუარებს სთავაზობენ. ასორტიმენტში როგორც ქალის, ასევე მამაკაცისა და ბავშვის სამკაულების ხაზიცაა წარმოდგენილი.

მისივე ინფორმაციით, დელფოსის ბიჟუტერია არ შეიცავს ნიკელს და ანტისეპტიკურად არის დამუშავებული. ”დელფოსი” მსურველებს იტალიური ვერცხლის ნაკეთობებსაც სთავაზობს, რომელიც ბურნებრივი ქვებითაა გაფორმებული. გარდა ამისა, მსურველებს მაღაზიაში იტალიური ვერცხლით დამზადებული ჯვრებისა და კულონების, ყვითელი ოქროსა და თეთრი ოქროს კოლექციების შეძენაც შეუძლიათ.

”ჩვენს მომხმარებელს ქალისა და მამაკაცის საათების ფართო არჩევანს ვთავაზობთ, ასევე სპეციალურად მამაკაცებისთვის გვაქვს ტიტანის აქსესუარების კოლექცია. ასევე, სასაჩუქრე კალმებიც, რომლებიც ჩვენთან დიდი პოპულარობით სარგებლობს ”,-განაცხადა ღუღუნიშვილმა.

მისივე განმარტებით, 200 ლარის დახარჯვის შემთვევაში კლიენტებს შეუძლიათ ისარგებლონ 0%-იანი განვადებით, ხოლო VIP კლიენტებს სრულ კოლექციაზე მუდმივ 25%-იან ფადაკლებას სთავაზობენ.

„დელფოსის“ პირველი ფილიალი 2008 წელს გაიხსნა, თუმცა დღეს ამ ბრენდის მაღაზიათა ქსელს თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით შეხვდებით. მხოლოდ თბილისში „დელფოსის“ 11 მაღაზია ფუნქციონირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები