LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”დელფოსში” 200 ლარის დახარჯვისას, მომხმარებელი 100 ლარით დასაჩუქრდება

101

საიუვილერო კომპანია ”დელფოსი”, რომელიც რამდენიმე ბრენდს აერთიანებს, მომხმარებელს ახალი აქციის გარდა, სხვა სიახლეებსაც სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, მომხმარებელი ”დელფოსში” 200 ლარის დახარჯვის შემთხვევაში, საჩუქრად 100 ლარს მიიღებს.

”მივიღეთ 2016 წლის საშემოდგომო კოლექცია – ოქროს, ვერცხლისა და ბიჟუტერიის ტრენდული სამკაულები. ასევე ჩვენთან წარმოდგენილია ”მურანოს” ექსკლუზიური ნაკეთობების განახლებული კოლექცია. სწორედ ამ ნაკეთობებზე 200 ლარის დახარჯვის შემთხვევაში, კლიენტს ვაძლევთ შესაძლებლობას, საჩუქრად 100 ლარის ღირებულების ნივთი  აირჩიოს”, – განაცხადეს საიუვილერო კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით,  ”გლდანი სითი მოლში” ”დელფოსისა” და ”კარლა ბისსის” სავაჭრო კუნძულები გაიხსნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g