LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დელი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება

indigo

2019 წლის თებერვლიდან ინდოეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყებას ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანია Indigo გეგმავს. დელი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას ავიაკომპანია ყოველდღიურად, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდებით აპირებს.

Indigo-ს წარმომადგენელმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში “ტავ ჯორჯიასთან” მეორე სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა ფრენების ოპერირებისთვის საჭირო ტექნიკური დეტალები განიხილეს. საქართველოს საავიაციო ბაზრით ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანია ზაფხულში დაინტერესდა. ქართულ მხარესთან შეხვედრები აგვისტოში ”ტავ ჰოლდინგის” ორგანიზებით გაიმართა.

ცნობისთვის, ავიაკომანია Indigo 2006 წელს დაფუძნდა. Indigo-ს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით ბაზრის 43.2% უკავია. კომპანიის ავიაპარკი 195 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება. დღეისათვის Indigo ფრენებს 59 მიმართულებით ახორციელებს, აქედან 48 ადგილობრივი, 11 კი – საერთაშორისოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g