LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დელიკატური პროცესია – ჰარცელის პროგნოზით, კითხვარზე ევროკომისიის მოსაზრება ივნისში მზად იქნება

74
კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ევროკავშირის წევრობის კითხვართან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ეს დელიკატური პროცესია.

კარლ ჰარცელის განცხადებით, დასკვნის შესახებ მომავალ თვეში გახდება ცნობილი:

“ველოდებით მთავრობის პასუხებს კითხვარის მეორე ნაწილზე. ჯერ არ ვიცი, როდის და როგორ დასრულდება ეს და ამიტომ ეს კითხვა მთავრობის წარმომადგენელს უნდა დაუსვათ.

რაც შეეხება პროცესს, კითხვარის ამ ორი ნაწილზე პასუხების წარდგენის შემდეგ, ევროპულმა კომისიამ უნდა შეიმუშაოს დასკვნა, რომელიც წარდგენილი იქნება წევრ სახელმწიფოებთან ევროპულ საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად.

ამ პროცესზე საუბრისას დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინო, რადგან ეს არის არა მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი, არამედ დელიკატური პროცესი, მაგრამ ჩემი პროგნოზი არის, რომ ჩვენ დასკვნას მომავალ თვეში ვიხილავთ და ასევე სულ მცირე პირველ გადაწყვეტილებებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, რაზედაც თუ ნებას მომცემთ, ახლა სპეკულირება არ გვინდა”, – თქვა ჰარცელმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, კითხვარის მეორე ნაწილს საქართველო ევროკომისიას 10 მაისს გადასცემს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები