LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანმანქანა საუდის არაბეთსა და ინდონეზიას მიეწოდება

didgori

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის, “დელტას“ გენერალური დირექტორის, უჩა ძოძუაშვილის განცხადებით, სხვადასხვა სახელმწიფოსთან ცენტრის მიერ წარმოებული ტექნიკის მიწოდების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები, თავისი მოცულობით, 10 მილიონ ლარზე მეტია. მისივე თქმით, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა “დიდგორი მედევაკის” მიწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები საუდის არაბეთთან მიმდინარეობს. ასევე, მიწოდების შეთანხმება გაფორმდა ინდონეზიასთან და დამატებითი მოლაპარაკებები 4 პოტენციურ ინვესტორთან დაიწყო.

“ჩვენ ახლო აღმოსავლეთში ვაღრმავებთ ურთიერთობებს, ჩვენი პროდუქციით უფრო მეტი ქვეყანა ინტერესდება. ჩვენი ახალი ბაზარი არის ოკეანია, სადაც უკვე შევედით და პირველი გაყიდვა წარმატებულად განვახორციელეთ. ასევე, ოკეანეში არის დაინტერესება იმ ახალი პროდუქციით, რომელსაც გამოფენა IDEX-ზე წარვადგენთ. ამ რეალობიდან გამომდინარე, “დელტას” შეკვეთები უკვე უტოლდება იმ ბიუჯეტს, რომელიც ჩვენ სახელმწიფო ასიგნებებით აქვს”,- აღნიშნა მან.

როგორც უჩა ძოძუაშვილმა განაცხადა, ევროპის ორი სახელმწიფო საქართველოში წარმოებული სეტყვასაწინააღმდეგო სისტემითაც დაინტერესდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g