ჰოლივუდის ვარსკვლავის, ბრიუს უილისის, 71-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით, მისმა ყოფილმა მეუღლემ, დემი მურმა, სოციალურ ქსელში ემოციური ფოტოები გააზიარა.
გამოქვეყნებულ კადრებში მსახიობი ოჯახურ გარემოშია აღბეჭდილი. ერთ-ერთ ფოტოზე უილისი თავის ორი წლის შვილიშვილთან, ლუეტასთან ერთად ჩახუტებულია აღბეჭდილი.
დემი მურმა პოსტს ემოციური სიტყვებიც დაურთო:
„ყველაფერი, რაც გჭირდება, სიყვარულია. გილოცავ დაბადების დღეს, ბრიუს“.
ცნობისთვის, ლუეტა ბრიუს უილისისა და დემი მურის ერთადერთი შვილიშვილია. მისი დედა, რუმერ უილისი, წყვილის სამი საერთო ქალიშვილიდან ერთ-ერთია.
„ბრიუს უილისმა არ იცის, რომ დემენცია აქვს“ – ემმა ჰემინგის სულის შემძვრელი ინტერვიუ
ცნობისთვის, გასულ წელს ბრიუსი იძულებული გახდა, სპეციალურად ადაპტირებულ სახლში, ოჯახისგან მოშორებით გადასულიყო საცხოვრებლად.
შეგახსენებთ, უილისი 2022 წელს ჰოლივუდს ჩამოშორდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მას „აფაზია“ დაუდგინეს, დაავადება, რომელიც მეტყველებასა და სმენის უნარს აქვეითებს. 2023 წელს ოჯახმა გაამხილა, რომ მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა და მსახიობს „ფრონტოტემპორალური დემენცია“ (FTD) დაუდგინდა.
ბრიუს უილისის ქალიშვილი აცხადებს, რომ მამა მას ვეღარ ცნობს – რუმერ უილისის ემოციური განცხადება
