LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემი მური ეშტონ კატჩერს მის ქალიშვილებთან მიახლოებას უკრძალავს

1220

ცნობილი ხდება, რომ დემი მური ყოფილ მეუღლეს, ეშტონ კატჩერს თავის ქალიშვილებთან მიახლოებას და მათთან ურთიერთობას უკრძალავს. 8 წლიანი ქორწინება სკანდალით დასრულდა და ის დღემდე მოუგვარებელია, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანს თავისი ცხოვრება აქვს.

ჰოვარდ სტენთან გადაცემაში სტუმრობისას, კატჩერმა მურის ქალიშვილებსა და მამობაზე ისაუბრა: „პირველად მამა 25 წლის ასაკში გავხდი. მაშინ დემის ქალიშვილები 8,9 და 13 წლისები იყვნენ. შემიყვარდა ეს ბავშვები და ისინი საკუთარივით მივიღე, თუმცა დაშორების შემდეგ, როდესაც მათთან ურთიერთობის გაგრძელება მოვინდომე, დემიმ მათთან მიახლოებაც კი ამიკრძალა. ვფიქრობ, ეს არანაკლებ მტკივნეული იყო მათთვისაც. ისინი ყოველთვის ჩენი ცხოვრების ნაწილებად დარჩებიან“, – განაცხადა მსახიობმა და დაამატა, რომ ამჟამად რუმერთან აქტიური ურთიერთობა აქვს, ტალულასთან – იშვიათი, ხოლო სკაუტს ხანდახან კითხულობს.

კატჩერის თქმით, ის უზომოდ ბედნიერია ამჟამაინდელი ცხოვრებით, როდესაც სახლში საყვარელი მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g