LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემნა გვასალია პირველი ქართველი გახდა, რომელიც TIME-ის წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დასახელდა

356
281107716_2770903019883253_1287179381612504514_n

Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი, ცნობილი ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია TIME-ის წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დასახელდა. 100-ეულის სრული სია ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. დიზაინერი ინოვატორების კატეგორიაში მოხვდა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში საბა ბახია ავრცელებს. “BREAKING NEWS: დემნა გახდა პირველი ქართველი, რომელიც TIME-ის წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დასახელდა!!! შეგიძლიათ, მეც მომილოცოთ. MY FRIEND! MY INSPIRATION! MY FOREVER HERO DEMNA!“, – წერს საბა ბახია.

აღსანიშნავია, რომ საბა ბახია ასევე Balenciaga-ში მუშაობს. „2017 წელს, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ არ მქონდა DEMNAGRAM გვერდი, დემნამ მომწერა – “გჯეროდეს შენი თავის, მიჰყევი შენს ოცნებებს და ეს აუცილებლად კარგ ადგილას მიგიყვანს,” – და ზუსტად ასე მოხდა. წარმოუდგენელი შეგრძნებაა, როდესაც აცნობიერებ, რომ ოცნებები მართლა ხდება და რომ ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი, თუ ამისთვის ბევრს იშრომებ. მიჭირს სიტყვებით ჩემი ემოციების გადმოცემა. დემნამ სრულად შეცვალა ჩემი ხედვა მოდისადმი“, – ამბობს საბა ბახია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები