LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემნა გვასალიას მაღალქუსლიანი კროქსები ერთ დღეში სრულად გაიყიდა

756

დემნა გვასალიას 850 დოლარად შეფასებული მაღალქუსლიანი კროქსები, რომელიც  ოქტომბერში პარიზის მოდის კვირეულზე გამოჩნდა პირველად, გაყიდვაში ჩაშვებამდე, წინასწარი შეკვეთით,  სრულად გაიყიდა. როგორც გამოცემა  Dazed წერს, ორ ფერში გადაწყვეტილი კროკსები დღის ბოლომდე აღარ იყო.

 

 

https://www.youtube.com/watch?v=eg8-SJy9Sms

 

გაზაფხული/ზაფხულის 2018 წლის მოდის კოლექციაზე წარდგენილ კროკსებს 10 სანტიმეტრზე მაღალი ქუსლი აქვს. ფეხსაცმელი კრიტიკის ქარცეცხლში არაერთხელ მოჰყვა. ბრიტანული გამოცემა “მეტრო” წერდა, რომ პარიზის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი ამ კოლექციით “მოდა მოკვდა.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g