დემოკრატიის სამიტზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამართავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია მიწვეული.
ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ მთავრობის ადმინისტრაციამ დაუდასტურა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაური 9-10 დეკემბერს ჩანიშნულ დემოკრატიის სამიტს ვირტუალურ რეჟიმში დაესწრება.