LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დენდროლოგიური პარკი ხვალ იხსნება, დათვალიერება უფასო იქნება

4481
106506746-3166948009994873-4175912858062363146-o

ხვალიდან, 15 ივლისიდან შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი იხსნება. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

„დენდროლოგიური პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციითა და ორიგინალური განაშენიანებით სრულიად გამორჩეულია მთელ რეგიონში. 60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს. მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს.

რეგიონში ცნობილი ბათუმისა და თბილისის ბოტანიკური ბაღების შემდეგ, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი საქართველოს კიდევ ერთ სავიზიტო ბარათი იქნება. მსურველებს პარკის მონახულება უფასოდ შეეძლებათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები