LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი საოცრება რაც ჩვენს ქვეყანას შეემატა: დენდროლოგიურ პარკზე ანალიტიკოსი წერს

189
66216303-369357867113534-6238305891381149696-n

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და დენდროლოიურ სტატუსს აქვეყნებს.

მისი შეფასებით ესაა კიდევ ერთი საოცრება, რაც ჩვენს ქვეყანას შეემატა.

ასევე ნიკოლეიშვილი იხსენებს იმას, თუ როგორ აშინებდა და ზაფრავდა ხალხს ოპოზიცია მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფით ხალხს.

„დენდროლოგიურ პარკზე უკვე იმდენი დაიწერა, ძნელია რამე დაამატო, თუმცა გული მაინც არ გითმენს ადამიანს, როცა ხედავ რამდენი ხალხი დგას რიგში ამ სილამზის და საოცრების სანახავად: ადრე ჭაობით დაფარულ ტერიტორიაზე დღეს უნიკალური ჯიშის ხეებია გაშენებული, ზოგიერთის ასაკი 300 წელზე მეტია, სპეციალურად შექმნილი პატარა კუნძული და ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი… კიდევ ერთი საოცრება რაც ჩვენს ქვეყანას შეემატა. არადა როგორ აშინებდა და ზაფრავდა ხალხს მავნებელი ოპოზიცია და მათი პროპაგანდისტული ფეიკტელევიზიები ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ, როგორ ლანძღავდნენ ბიძინა ივანიშვლს, კაცს რომელმაც უკვე არაერთი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს, რომელიც სამარადისოდ რჩება ქვეყანასა და თაობებს. დენდროლოგიური პარკი და მისი უნიკალურობა ის შემთხვევაა, როცა ამაყობ და გიხარია, როცა ხედავ რომ ადამიანები ოჯახებით, ისე მოდიან შეკვეთილში ამ ახალი საოცრების სანახავად როგორც დღესასწაულზე”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები