უკრაინის პრემიერმინისტრის დენის შმიგალის თქმით, რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმების შედეგად უკრაინის ენერგოსისტემის თითქმის ნახევარი გათიშულია.
„სამწუხაროდ, რუსეთი განაგრძობს სარაკეტო დარტყმებს უკრაინის კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ის იბრძვის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ და ზამთრის პერიოდში მას ტოვებს სინათლის, წყალმომარაგების, გათბობისა და კავშირის გარეშე. მარტო 15 ნოემბრის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ქალაქებს 100-მდე რაკეტა ესროლა. ჩვენი ენერგოსისტემის თითქმის ნახევარი მწყობრიდან არის გამოსული,“ – თქვა შმიჰალმა.
უკრაინის პრემიერმა ევროპელ პარტნიორებს დამატებითი დახმარებისკენ მოუწოდა.