LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Dental SAIS“ – კლინიკა, სადაც პაციენტი ექიმის სახეა

640
Dental SAIS

თანამედროვე პაციენტმა, რომელიც მხოლოდ ჯანმრთელ ღიმილს არ ეძებს, სტომატოლოგიურ კლინიკებს უბიძგა, ერთი სივრცის ფარგლებში, პაციენტებს შესთავაზონ არა მხოლოდ ყველა სახის სტომატოლოგიური მომსახურება – პროფილაქტიკიდან იმპლანტაციამდე, არამედ დერმატო-კოსმეტოლოგიური სერვისებიც. საქართველოსა და ისრაელის სტომატოლოგიური ცენტრი „Dental SAIS“ სწორედ ის ადგილია, სადაც სილამაზე იწყება ჯანმრთელობით, სადაც უახლესი ტექნოლოგიები, ზუსტი დიაგნოსტიკა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მიდგომა პაციენტისთვის სრულიად ახალ გამოცდილებად იქცევა.

ნინო თამასიძე, საქართველოსა და ისრაელის სტომატოლოგიური ცენტრის „Dental SAIS“ ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი:

– ჩვენი კლინიკა უკვე 5 წელია, რაც ფუნქციონირებს. გვაქვს როგორც სტომატოლოგიური (ბავშვთა თერაპია, ბავშვთა ქირურგია, ყბა-სახის ქირურგია, ორთოდონტია, ორთოპედია), ასევე დერმატო-კოსმეტოლოგიური მომსახურება. კლინიკაში მოსული პაციენტი, ფაქტობრივად, მაქსიმალურად გალამაზებული მიდის ჩვენგან. აქვე აღვნიშნავ, რომ ვემსახურებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსაც.

„Dental SAIS“-ის გუნდი მაღალკვალიფიციური კადრებითაა დაკომპლექტებული – ორთოპედი თორნიკე ვაშაძე (თავად მე ორთოდონტი გახლავართ), თერაპევტები ნათია ბიტიაშვილი, ქეთევან ბეგიაშვილი, ირმა ბაბლიძე, ნანა ხუროძე, ეკატერინე გეგეჭკორი, ჩვენი საამაყო ყბა-სახის ქირურგი დათო ისაშვილი და სხვები. ჩვენს გუნდს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს მუდმივად განახლებადი ციფრული ტექნოლოგიები და თანამედროვე აპარატურა, რომლებითაც კლინიკაა აღჭურვილი. გაგვაჩნია საკუთარი დენტალური ლაბორატორიაც, რომელიც პაციენტს უსწრაფესად ემსახურება, რადგან არ ვართ სხვა კლინიკასა და ლაბორატორიაზე დამოკიდებულნი, მათ გრაფიკზე აწყობილნი.

ჩემი ინიციატივა იყო, რომ „Dental SAIS“-ში დერმატო-კოსმეტოლოგიური მომსახურებაც გვქონოდა. საქმე ის გახლავთ, რომ როდესაც პაციენტი დიდი ხნის განმავლობაში განიცდის კბილთა დანაკლისს, სახე გარეგნულ იერს იცვლის და როცა ადამიანი ესთეტიკურად იწესრიგებს პირის ღრუს, მისთვის უფრო თვალსაჩინო ხდება ნაოჭები, აღარ მოსწონს ლოყის, ტუჩის ფორმა. ანუ შეიძლება ძალიანაც მოსწონდეს საკუთარი ღიმილი, მაგრამ დისკომფორტს უქმნიდეს სახეზე აღმოჩენილი ცვლილებები. რაღაცები, ცხადია, ასაკზეც არის დამოკიდებული, მაგრამ სალომეს მეშვეობით ვცდილობთ, მაქსიმალურად კმაყოფილები ვამყოფოთ ჩვენი პაციენტები.

სალომე ბარბაქაძე, ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი:

– თითქმის 4 წელია, რაც საქართველოში, მოწვეული ექიმის სტატუსით, მხოლოდ და მხოლოდ „Dental SAIS“-სთან ვთანამშრომლობ (ძირითადად ისრაელში ვმოღვაწეობ). კლინიკაში ახლობლური გარემო დამხვდა, მეტიც, „Dental SAIS“-ს ბევრი ებრაელი პაციენტი ჰყავს და იმის წყალობით, რომ არ მაქვს ენის ბარიერი, აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც ისრაელში.  

„Dental SAIS“-სთან თანამშრომლობა ადვილად შედგა, იმიტომ, რომ ბევრი სტომატოლოგიური გართულება, თუ პათოლოგია საჭიროებს სახის კორექციას. გარდა ამისა, მომმართავენ ის პაციენტებიც, რომლებიც პირის ღრუს მოწესრიგების შემდეგ სახის მოვლასაც გადაწყვეტენ. ანუ ამ პროცედურების ჩატარებას, დერმატო-კოსმეტოლოგთან ვიზიტის აუცილებლობას, მხოლოდ პაციენტი წყვეტს. თუმცა ჩემი პაციენტები არ არიან მხოლოდ ისინი, ვინც კბილები გაიკეთეს და შემდგომ დასჭირდათ კორექცია, ბევრი სხვა ერთგული პაციენტიც მყავს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში ჩვენს სფეროში ბევრი კარგი, კვალიფიციური ექიმი მუშაობს, ჩემი პაციენტები თვეობით მელოდებიან ხოლმე (6 თვეში ერთხელ ჩამოვდივარ), რასაც ძალიან ვაფასებ.

– რა ტიპის პროცედურებს ატარებთ?

–  ვატარებ დერმატო-კოსმეტოლოგიასთან დაკავშირებულ ყველანაირ პროცედურას, თუმცა უპირველესად, საფუძვლიან კონსულტაციას გავდივართ – პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობით ვიწყებთ და ვამთავრებთ მისი სურვილებისა და ჩემი შეხედულებების გაზიარება-შეჯერებით. სწორი კონსულტაცია შესაძლებელია მაშინ, როდესაც ექიმი ხშირად დადის ტრენინგებზე, მუდმივად ეცნობა სიახლეებს. ეს ის სფეროა, რომელიც ყოველ წუთს ვითარდება. მე ხშირად მიწევს სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტი, რათა არ ჩამოვრჩე ტენდენციებს და მუდმივად გავუზიარო სიახლეები პაციენტებს.

საერთოდაც, პროფესიით ექიმი უნდა იყოს ის, ვისთანაც პაციენტი დერმატო-კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩასატარებლად მივა. მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ნასწავლი ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია, იმიტომ, რომ ეს არის პროცედურა, რომლითაც ეხები კანს, კუნთს, სისხლძარღვებს და თუ პაციენტს უცბად რაღაც გართულება დაემართება, შენ კი არ იცი ანატომია და არ ხარ ექიმი, უბრალოდ ვერ მართავ პროცესს.

– იმ საშუალებების უსაფრთხოებაზე ვისაუბროთ, რომლებსაც პროცედურების დროს იყენებთ.

– გარდა იმისა, რომ პრეპარატი უნდა იყოს ლიცენზირებული, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ნებადართული, უნდა იყოს გაყიდვაში, უნდა იყოს დადასტურებული, რომ არ არის ჯანმრთელობისთვის მავნებელი, არ აქვს ბევრი გვერდითი ეფექტი, პრეპარატი აუცილებლად პაციენტთან ერთად უნდა გაიხსნას. ის ყუთში უნდა იყოს მოთავსებული და მასზე აღნიშნული უნდა იყოს ვარგისიანობის ვადა. გარდა ამისა, პაციენტს აუცილებლად უნდა აუხსნა, განსაკუთრებით მათ, ვინც პირველად იკეთებს პროცედურას და შფოთავს, რა ბუნებრივი გართულებები შეიძლება მოჰყვეს – იქნება ეს შესივება, სისხლჩაქცევა და თუ სხვა რამ.

რის გათვალისწინებას ურჩევდით პაციენტებს?

– კანის მოვლის პროცედურები, სასურველია, რომ შემოდგომასა და გაზაფხულზე ჩატარდეს. 30-35 წლის ასაკიდან აუცილებელია, წელიწადში ერთხელ მაინც, პაციენტმა სახის დატენიანება გაიკეთოს. ამასთან, აუცილებელია, ყველამ სვას წყალი, დღის განმავლობაში 2 ლიტრი და ზემოთ, აუცილებელია მოწესრიგებული იყოს კვება, აუცილებელია რაიმე ტიპის სპორტული აქტივობით დაკავება, თუნდაც სწრაფი ნაბიჯით სიარული დილის ან საღამოს საათებში. რაც უნდა კარგი იყოს პრეპარატი, პაციენტმაც უნდა შეუწყოს ხელი კარგი შედეგის მიღებასაც და შენარჩუნებასაც.

აქვე დავძენ, რომ პროცედურებთან მიმართებით სასურველია ზომიერების დაცვაც. მყოლია და მყავს პრაქტიკაში ისეთი პაციენტები, რომლებსაც იდეალურად აქვთ ყველაფერი და უკვე დამოკიდებულნი არიან, მაგალითად, ფილერზე. ეს არის ბუნებრივი შემავსებელი, რომლითაც ხდება ტუჩის კორექცია, ცხვირ-ტუჩის ნაოჭის ამოვსება, ყვრიმალის აწევა, ანუ ვიზუალური მხარის შეცვლა, მაგრამ ბუნებრიობას არ უნდა გავცდეთ. ხშირად პაციენტი მიწყენინებია, ერთი-ორი დამიკარგავს კიდეც, არასაჭირო პროცედურაზე უარის თქმის გამო. პაციენტი შენი სახეა, შენი მუშაობის შედეგია და მე ვერ გავაკეთებ იმას, რაც ადამიანს დაამახინჯებს.

– ამჟამად რამდენი ხნით ბრძანდებით თბილისში?

– კიდევ ერთი კვირა ვიქნები საქართველოში, თუმცა დავბრუნდები დეკემბერში 2 კვირით. „Dental SAIS“-ის ფეისბუკის გვერდზე დაანონსდება, როდის დავიწყებ პაციენტების მიღებას, რათა წინასწარ ჩაეწერონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g