ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Depeche Mode-ის ახალი ალბომი 17 მარტს გამოვა. ამის შესახებ ცნობილი კოლექტივის „ტვიტერის“ გვერდიდან გახდა. დისკის სახელწოდება „Spirit“ იქნება.
New #DepecheMode single “Where’s The Revolution” coming February 3rd! pic.twitter.com/ENm7MfLqpu
— Depeche Mode (@depechemode) February 1, 2017
მუსიკოსებმა ასევე ახალი სინგლის გამოსვლაც დააანონსეს. სიმღერის „Where’s The Revolution“ პრემიერა 3 თებერვალს შედგება.
რაც შეეხება ახალ ფირფიტას, მასზე პროდიუსერის რანგში ჯგუფ Simean Mobile Disco-ს ვოკალისტი, ჯეიმს ფორდი მუშაობდა.