LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეპორტი, მექსიკაში დაბრუნება – რა ზომებს აწესებს ბაიდენი აშშ-მექსიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას და რა შემთხვევაში შეჩერდება აკრძალვა?

170
ჯო ბაიდენი (1)

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საზღვრის დასაცავად ახალ ზომებს აწესებს.

აღნიშნული ზომები ითვალისწინებს – აშშ-მექსიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას დაკავებული მიგრანტების სწრაფად დაადეპორტებას, ან მექსიკაში დააბრუნებას.

„ეს ქმედება დაგვეხმარება მოვიპოვოთ კონტროლი ჩვენს საზღვრებზე და აღვადგინოთ წესრიგი პროცესში. ეს აკრძალვა ძალაში დარჩება მანამ, სანამ არალეგალურად შესვლის მცდელობების რაოდენობა არ შემცირდება იმ დონემდე, რომლის ეფექტურად მართვასაც ჩვენი სისტემა შეძლებს“ – აღნიშნა ბაიდენმა.

გამონაკლისი შეეხებათ ბავშვებს, რომლებიც საზღვარს თანმხლები პირის გარეშე კვეთენ, ადამიანებს, რომლებსაც ემუქრებათ სერიოზული სამედიცინო ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები და ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან. აკრძალვა შეჩერდება, როდესაც საზღვარზე დაკავების მაჩვენებელი სამი კვირის განმავლობაში დღეში, საშუალოდ, 1 500 შემთხვევამდე შემცირდება.