LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დერეკ შოლე კი არა, ვინც არ უნდა იყოს, ყველა უნდა შეეგუოს რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა: გურამ მაჭარაშვილი

72
BeFunky-collage (8)

დერეკ შოლე კი არა, ვინც არ უნდა იყოს, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორში გაკეთებულ განცხადებებს, რომ აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე მათთან შეხვედრისას ნიკა გვარამიას საქმით დაინტერესდა.

“შეიძლება რომელიმე მხარეს არ მოსწონდეს მართლმსაჯულების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, ეს არის ბუნებრივი, მაგრამ ამისთვის არსებობს სხვა ინსტანციები.” – აცხადებს მაჭარაშვილი

მისი თქმით, როცა ევროკავშირის ქვეყნებში სასამართლო რეფორმა “ავად თუ კარგად მიმდინარეობდა,” არავის მოსვლია აზრად მართლმსაჯულება ჩაენაცვლებინათ სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მოსაზრებებით.

„ძალიან ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმა გაიარეს მართლმსაჯულების რეფორმა, მაგრამ არავის აზრად არ მოსვლია ის, რომ ავად თუ კარგად როცა მიმდინარეობდა იმ ქვეყნებში სასამართლო რეფორმა, მართლმსაჯულება ჩაენაცვლებინათ სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მოსაზრებებით ან იმ ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ან სახალხო დამცველის გადაწყვეტილებებით. შეიძლება რომელიმე მხარეს არ მოსწონდეს მართლმსაჯულების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, ეს არის ბუნებრივი, მაგრამ ამისთვის არსებობს სხვა ინსტანციები. ყველა უნდა შეეგუოს, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა, რაც შეეხება რეფორმებს, ეს გრძელდება და გაგრძელდება,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

mazda magti 5g