საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში არსებულ მიდგომებზეც გაამახვილა ყურადღება და საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები უსამართლობად შეაფასა.
„ეს იყო კარგი შესაძლებლობა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებზე გვესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს წარმომადგენლებთან“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.