LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დეტალურად მოვყევი ყველაფერი, ადევნების კლასიკური შემთხვევაა.. იმისთვის, რომ დავეშინებინე, გამოვარდა სიგნალებით და მომაყენა შეურაცხყოფა“ – შს სამინისტროში ნინო წილოსანის გამოკითხვა დასრულდა

134
ნინო წილოსანი

შინაგან საქმეთა სამინისტროში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის გამოკითხვა დასრულდა. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ გამოკითხვაზე დეტალურად ისაუბრა 2 მაისს მომხდარი „ადევნების კლასიკური შემთხვევის“ შესახებ.

„სახლში მისულს დამხვდა ნინო წილოსანის პოსტი, თითქოს ვუთვალთვალებდი“ – რას წერს მოქალაქე, რომელსაც უმრავლესობის წევრი ადევნებაში ადანაშაულებს

„დეტალურად მოვყევი გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით, ადევნების კლასიკური შემთხვევაა. ადამიანს ვხედავდი და ვხვდებოდი, რომ მელოდებოდა, რადგან რამდენჯერმე მოხდა დაფიქსირება ჩემი მხრიდან ინტერვიუს მიცემის დროს, რომ დაელოდა, ვიდრე კამერები არ გაითიშებოდა, შემდეგ კი საწინააღმდეგო მიმართულებით ავტობუსის ხაზზე ყველანაირი წესების დარღვევით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მე დავეშინებინე, გამოვარდა სიგნალებით და მომაყენა შეურაცხყოფა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები