LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეველოპერული კომპანია m2 თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონს წარადგენს

51

თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონს დეველოპერული კომპანია m2-ის პირველი პრემიალური პროექტი „სკაილაინ რეზიდენსი“ წარადგენს

როგორც ”ფორტუნას” თბილისის მოდის კვირეულიდან აცნობეს, საქართველოს ყველაზე მოდური ღონისძიების პირველი პრესკონფერენცია 10 მარტს, 12 საათზე, m2 გალერეაში გაიმართება.

პრესკონფერენციას გაუძღვებიან თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებლები თამარ ჩხეიძე და მარიამ ყუბუსიძე, ასევე კვირეულის წარმდგენის ”mუძრავი ქონების” გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე და კვირეულის გენერალური სპონსორის TBILISI MALL-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმღვანელი ნატა გოგოლაძე.

მათივე ინფორმაცით, ღონისძიების პარტნიორები არიან სამოდელო სააგენტო ”ჯეომოდელსი”, გაბუნია და პარტნიორები.

ღონისძიების წარმდგენი – დეველოპერული კომპანია m2-ის პირველი პრემიალური პროექტი „სკაილაინ რეზიდენსი“; გენერალური სპონსორი და ოფიციალური შოუ რუმი – TBILISI MALL; ოფიციალური მასპინძელი – სასტუმრო ROOMS TBILISI; მხარდამჭერები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

ოფიციალური კოსმეტიკა – MAC.

პარტნიორი: სილამაზის სალონი-სტუდია KEUNE.

საინფორმაციო მხარდაჭერა: Music Box, რადიო „ფორტუნა“.

გენერალური მედია პარტნიორები: ჟურნალი „ნარგისი საქართველო“ და ტელეკომპანია “რუსთავი 2”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები