LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევი ბიბილეიშვილი: „ზოგი მწერდა, ქალზე ხელი როგორ ასწიეო, მემუქრებოდა…“

48
დევი-ბიბილეიშვილი

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი დევი ბიბილეიშვილი. 

დავიწყოთ ყველაფერი ბავშვობიდან…

მე დავიბადე სანქტ-პეტერბურგში, ბაბუაჩემი ერმიტაჟში მუშაობდა. დედაჩემი ჩავიდა მის მოსანახულებლად და მშობიარობა დაეწყო. 6 წლამდე ვცხოვრობდი იქ, შემდეგ კი ბებიასთან, საქართველოში გამომიშვეს. ძალიან ბევრ რამეზე დავდიოდი, თუმცა ფეხბურთმა გამიტაცა და 16 წლამდე ვთამაშობდი. ბებიას ხშირად დავყვებოდი ოპერაში და ნელ-ნელა გამიტაცა მუსიკალურმა წარმოდგენებმა, სცენის მიმართ გამიჩნდა მიზიდულობა. თეატრალურში ჩაბარების შესახებ გადაწყვეტილება უცბად მივიღე.

ვინ იყო შენი პირველი შემფასებელი, გაიხსენე შენი პირველი როლი…

დედა, ბიძა, მთელი ოჯახი, ისინი იყვნენ კრიტიკულებიც და ტაშის დამკვრელებიც. რაც შეეხება როლს, ეს იყო „ევრიკაში“, ქურდი ბიჭუნას როლი მქონდა, თეატრალურშიც არ მქონდა მაშინ ჩაბარებული. ქუჩაში შეხვდა ბებიაჩემს ვიღაც და ეს ბავშვი გასაუბრებაზე მოიყვანეთო. 2 წლის შემდეგ ვნახე ეს ფილმი და საშინლად არ მომეწონა. ძალიან კარად მახსენდება სერიალის „გოგონა გარეუბანში“ გადაღებების პროცესი. დიდი გამოცდილება მივიღე. მაშინ არ ვფიქრობდი პოპულარობაზე, თეატრით ვიყავი შეპყრობილი.

„ჩემი ცოლის დაქალები“…

დამაინტერესა ამ პროექტმა, სცენარმაც. საინტერესო გამოწვევა იყო ჩემთვის. ძალიან ბევრი მწერდა, იმდენი წელია გადის ეს სერიალი, რომ საზოგადოება პერსონაჟთან აიგივებს მსახიობს. ზოგი მწერდა, ქალზე ხელი როგორ ასწიეო, მუქარის წერილებს ვიღებდი, ანუ ნეგატივი იყო.

სამზარეულოში ფუსფუსი თუ გიყვარს…

რაღაცები მეხერხება. რასაც ვაკეთებ, ხარისხიანად ვაკეთებ, ჩემი მეუღლე დაკავებულია და შვილებს მე ვუკეთებ ხოლმე ზოგჯერ საჭმელს.

რა გეგმები გაქვს…

„ჩემი ცოლის დაქალების“ სეზონი სრულდება, გამოჩნდება რა და როგორ იქნება. კიდევ ერთი სერიალის გადაღებების დაწყებაც იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები