LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ ბექჰემი ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ

92

დევიდ ბექჰემი ემოციური სოციალური რეკლამის მთავარი გმირი გახდა, რომელიც ბავშვებზე ძალადობას ეძღვნება. ვიდეოს მთავარი თემა ბექჰემის სვირინგები გახდა, რომლებიც „ცოცხლდება“ და ძალადობის სცენების დემონსტრირებას ახდენენ.

„ბავშვებზე ძალადობა მათ ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის. ეს არასწორია და უნდა დასრულდეს“, – ამბობს დევიდი ვიდეოს ბოლოს.

შეგახსენებთ, რომ ბექჰემი UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი ათი წლის განმავლობაშია. ამ ხნის განმავლობაში მან საკუთარი ფონდიც „7: The David Beckham UNISEF Fund“ დააარსა, რომლის მიზანიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბავშვების დაცვაა.

„როდესაც საკუთარი ფონდი შევქმენი, საკუთარ თავზე ავიღე პასუხისმგებლობა, რომ ბავშვების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებდი. ყოველ ხუთ წუთში ძალადობით ერთი ბავშვი იღუპება, მილიონობით პატარა კი მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობს, რაც მათ მომავალს სამუდამოდ ღუპავს“, – ნათქვამია ბექჰემის ოფიციალურ განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები