ყოფილი ფეხბურთელი და ბიზნესმენი დევიდ ბექჰემი არაჩვეულებრივი მეუღლე და მამაა – ამაზე უამრავი გავრცელებული ფაქტი მოწმობს, მათ შორის უკანასკნელიც: თავის „ინსტაგრამზე“ დევიდმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ამზადებს საკვებს თავისი ოჯახის წევრებისთვის.
მცირე ვიდეოში ჩანს, როგორ ოსტატურად აცხობს დევიდი ბლინებს ტაფაზე. 5 საათის განმავლობაში მას მილიონობით მოწონება და რამდენიმე ათასი კომენტარი მოჰყვა, რომელთა უმეტესობა კომპლიმენტს წარმოადგენს.
თაყვანისმცემლები ერთხმად თანხმდებიან, რომ დევიდს კულინარის იმიჯიც ძალიან უხდება.
