ბექჰემების ოჯახი, როგორც მოსალოდნელი იყო, სიყვარულის დღეს დიდი პასუხისმგებლობით მიუდგა. დევიდი ვიქტორიას სიყვარულში სახალხოდ გამოუტყდა და „ინსტაგრამზე“ ერთობლივი ძველი ფოტო გააზიარა:
„ვულოცავ ვალენტინობას არამარტო ჩემს ცოლს, არამედ მთელს ჩემს ოჯახს, რომელიც მან მე მაჩუქა. სამი ბიჭი და ერთი არაჩვეულებრივი გოგონა“, – დაწერა მან.
როგორ მიულოცა მეუღლეს თავად ვიქტორიამ უცნობია, თუმცა უმცროსმა ჰარპერმა დედას და მამას მისალოცები დაუმზადა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ბექჰემები ქორწინების 20 წლის იუბილეს იზეიმებენ.
