ვიქტორია ბექჰემს თითქმის ყოველთვის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია. იმდენად კომფორტულად გრძნობს თავს ქუსლიან ფეხსაცმელში, რომ ყოფილი „სფაისი“ ორსულობის დროსაც კი ვერ ელეოდა.
მაღალი ქუსლების მიმართ ვიქტორიას დიდი სიყვარულის მიუხედავად, დევიდ ბექჰემი მიიჩნევს, რომ სპორტული ფეხსაცმელი ვიქტორიას მეტად მოუხდებოდა. ყოფილი ფეხბურთელი ამბობს, რომ ვიქტორია მისთვის ბოტასებით ბევრად მომხიბვლელია.
„ვიქტორია უფრო მოდუნებულია და კარგად გამოიყურება ჯინსებსა და ბოტასებში. ხანდახან იგი ჩვენი შვილის Converse-ს იცვამს, თუმცა ყველაზე მეტად ვიქტორია Adidas Stan Smiths-ში მომწონს,“- ამბობს დევიდი.
ამასთან, ბექჰემი ამბობს, რომ მისი სამოსი ყოველთვის ვიქტორიას შერჩეულია და ცოლის გემოვნებას აბსოლუტურად ენდობა.
„იგი ხშირად მეუბნება, რომ რაღაცა არ მოსწონს და არ უნდა ჩავიცვა. თუ რამე არ მოსწონს, აუცილებლად მეტყვის, რომ არ მიხდება. ვიქტორიას მოდის არაჩვეულებრივი ხედვა აქვს და მისი ბიზნესიც წარმატებით ვითარდება. მის რჩევებს 100%-დან 99-ში ვეთანხმები,“- ამბობს დევიდი.
