LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ ბექჰემს საკუთარი შვილები დასცინიან

82

დევიდ ბექჰემის შვილები დიდ ხანს იცინოდნენ, როდესაც გაიგეს, რომ მათი მამა ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარეს.

ფეხბურთელი და მისი ცოლი ხშირად იღებენ სხვადასხვა პრიზს ჟურნალებისგან თუ გაზეთებისგან. არც ისე დიდი ხნის წინ ვიქტორიას „წლის ქალის“ სტატუსი მიანიჭეს, ხოლო ახლა ჟურნალმა “People” დევიდ ბექჰემი მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარა.

„ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ყოფილი ფეხბურთელი წერს, რომ სტატუსმა გააკვირვა.

„ვფიქრობდი, რომ ჩემი დრო დიდი ხანია, წავიდა. დედაჩემი ძალიან ბედნიერი იქნება ამ ჯილდოთი, თუმცა შვილები, ალბათ, დიდ ხანს იცინებენ, რადგან იციან, როგორ გამოვიყურები საწოლიდან ახალი ამდგარი,“ – აღნიშნა ბექჰემმა.

ფეხბურთის ვარსკვლავი მართალი აღმოჩნდა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ბავშვებმა ძალიან დიდ ხანს იცინეს. ისინი მეკითხებოდნენ – ნუთუ მართლა ყველაზე სექსუალურ კაცად მიაჩნიხარ?“,- წერს ბექჰემის ნათქვამს “People”.

რაც შეეხება ვიქტორიას, ის ეთანხმება ჟურნალის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ მისი ქმარი მსოფლიოში ყველაზე სექსუალური მამაკაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g