LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ ბოუის ულამაზესი ვილა პირველად გაქირავდება

250

დევიდ ბოუის ვილა, რომელიც კარიბის ზღის სანაპიროზე, კუნძულ მიუსტიკზე მდებარეობს და რომელიც 20 მილიონ დოლარად არის შეფასებული, პირველად ფანებისთვის გაქირავდება. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცბობილი და გაირკვა, რომ ერთი კვირით ამ ჯადოსნური ვილის დაქირავება მსურველებს 40-დან 75 ათას დოლარამდე დაუჯდებათ.

ეს საოცარი სახლი, რომელშიც 5 საძინებელია, დღემე ინარჩუნებს ინდონეზიურ გარემოსა და საოცარ ეგზოტიკას. ვილას აქვს უზარმაზარი მისაღები ოთახი, გაერთიანებული პავილიონი, სათამაშო ოთახი და პანორამული აუზი. აქვეა ხმისჩამწერი სტუდია ბამბუკის კედლებითა და სასცენო დარბაზით, რომელიც ბოუიმ მხოლოდ ერთხელ გამოიყენა.

სახლი 1989 წელსაა აშენებული და ეს ადგილი ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა მულტი-მილიონერმა, საიმონ დოლანმა შეიძინა. თავად ბოუიმ ის იმანთან ქორწინებამდე, 1992 წელს შეიძინა. იმ საპატიო სტუმრებს შორის, ვინც ვილაში იმყოფებოდა, არიან პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g