LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ რაფაელ მოსქოუ საქართველოს სტუმრობს

144
დევიდ რაფაელ მოსქოუ

მსოფლიოში პოპულარული რეალითი შოუს From Scratch-ის პროდიუსერი და მსახიობი დევიდ რაფაელ მოსქოუ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ეწვია. იგი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს მოინახულებს და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლს მოამზადებს.

დევიდ რაფაელ მოსქოუს წინანდალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვდა. სტუმარს კახეთში, შეფმზარეულთან ერთად, ქართული კერძების მომზადების შესაძლებლობა მიეცა.

„დევიდ რაფაელ მოსქოუ მთელ მსოფლიოს მოუყვება ქართული უნიკალური ტრადიციების, კულტურისა და ღვინის მომზადების 8 ათასწლოვანი ტრადიციის შესახებ. გადაცემა From Scratch, აშშ-თან ერთად, 18 ევროპულ ქვეყანას ფარავს. ვფიქრობ, ეს კამპანია ხელს შეუწყობს ქართული გასტრონომიის, ღვინის პოპულარიზაციას და ქვეყნის ცნობადობის გაზრდას როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში და მეტ მოგზაურს ჩამოიყვანს საქართველოში“,-  განაცხადა მაია ომიაძემ.

„ამ ეპიზოდს 6 წელი ვგეგმავდით. ჩვენ შევისწავლეთ ქართული სამზარეულო. უკვე ჩემმა შვილმაც კი იცის, როგორ უნდა მივირთვათ ხინკალი, წვენი რომ არ დაიღვაროს. თბილისი ნამდვილად ჯადოსნური ქალაქია, საოცარი ისტორიით, არქიტექტურით, ძველი უბნებით, ეკლესიებით, სინაგოგებით, მეჩეთით, მრავალფეროვნებით. ქალაქგარეთ კი აღმოვაჩინეთ ფერმერები საინტერესო ისტორიებით, ულამაზესი მთები და კერძები, რომლებიც ყველას ერთმანეთთან აკავშირებს“,-აცხადებს დევიდ რაფაელ მოსქოუ.

ქართული გასტრონომიის შესახებ  მომზადებული ვიდეორგოლი სხვადასხვა პლატფორმასა და სოციალურ მედიაში განთავსდება. ქართული სუფრისა და გასტრონომიის თემაზე ფოტომასალაც მომზადდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები