LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდს აშანტაჟებენ: ბექჰემი ქველმოქმედებას რაინდის ტიტულისთვის ეწეოდა

93

უცნობი ჰაკერი დევიდ ბექჰემისათვის მილიონი ევროს გამოძალვას ცდილობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში იმ ინფორმაციის გასაჯაროებით ემუქრებოდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბექჰემი რაინდის ტიტულის მისაღებად ეწეოდა ქველმოქმედებას და არა კეთილი ნების გამოსახატად.

ჰაკერი დევიდს პირველად 2016 წლის დასაწყისში დაუკავშირდა და თავი ვინმე არტიომ ლოვუზოვად წარუდგინა, რის შემდეგაც მისი დაშანტაჟება სცადა, თუმცა როგორც The Telegraph წერს, ბექჰემმა მაშინვე პოლიციას მიმართა.

გასული წლის დასაწყისში დაიწყო გამოძიება პორტუგალიაშიც, სადაც განთავსებულია საიმონ ოლოვიერის სააგენტოს სერვერები. ადამიანის, რომელიც ადრე ემუქრებოდა ინგლისელს გარკვეული ინფორმაციის გავრცელებით, თუმცა მიუხედავად ამისა, ლოვუზოვი მუქარას აგრძელებდა და ყოფილ ფეხბურთელთან შეხვედრას მოითხოვდა.

მას შემდეგ, რაც მოთხოვნა არ შესრულდა, კიბერდამნაშავემ ინტერნეტში განათავსა ”მანჩესტერ იუნაიტედისა” და მადრიდის ”რეალის” ყოფილი ნახევარმცველის მიმოწერა, რომელიც შეიცავდა ტექსტებს, საიდანაც ცხადი ხდებოდა ბექჰემის მთავარი მიზანი – რაინდის ტიტულის მოპოვება.
გარდა ამისა, ინტერნეტში განთავსდა ტექსტები, სადაც იგი საკმაოდ უხეშად მოიხსენიებდა რამდენიმე ლორდს, ასევე ძალიან მდიდარ და გავლენიან ინგლისელს.

ფეხბურთელმა ამასთან დაკავშირებით უკვე გააკეთა კომენტარი. დევიდის განცხადებით, მას რაინდის ტიტული არასდროს ადარდებდა, გავრცელებულ ტექსტებში კი ზოგი გამონათქვამი გადაკეთებულია. ბექჰემმა აღნიშნა ისიც, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას მომავალშიც დიდი სიამოვნებით განაგრძობს.

პოლიცია გამოძიებას განაგრძობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g