LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევნილებზე სახელმწიფო არამხოლოდ ფიზიკურად ცხოვრების პირობების შექმნით უნდა ზრუნავდეს, საზრუნავია ტრავმის კვალის აღმოფხვრაც მათში: ნათია ფანჯიკიძე

95
80114217-2221958698109824-6153041221368414208-n (2)

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს.

“დევნილებზე რა გითხრათ რამდენიმე სიტყვით, არც ვიცი, რადგან თემა იმდენად ღრმაა და დიდი, ძალიან ბევრი უნდა თქვა, ძალიან ბევრი კუთხით შეეხო და მაინც ვერ მოასრულებ აქ, ამ ფორმატში, არადა სულ არაფერი ვთქვა, არც ეს შემიძლია. ეს ხომ პირველად არ მომხდარა, რამდენჯერ შეგვძრა ტრაგედიამ, – დევნილმა საჯაროდ თავი დაიწვა, დევნილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა…

გუშინდელი საღამო სწორედ მეგობარ დევნილებთან ერთად გავატარე, მეგრულ ოდაში. უკლებლივ ყველას, ვინც იქ იყო, არამხოლოდ ყველაფერი, რაც უყვარდა და შეუქმნია, ოჯახის წევრი ან წევრები ჰყავს დაკარგული და ერთი კაცი მიყვებოდა, რომ მის ეზოში მისი სახლი ისევ ისე დგას და ვიღაც ცხოვრობს, მაგრამ არცერთი ხე აღარ არის, ფორთოხლის ხეები გაჩეხილია, ახალ მეპატრონეს მდელო მოსწონს, ბაღი არაო. არავითარი ჭარბი დრამა მის ხმაში არ იყო, არც გაგებას ითხოვდა, როცა ყვებოდა და არც თანაგრძნობას, ისე უბრალოდ ყვებოდა ამას, თითქოს დიდი ხნის მონელებული იყოს ტკივილი, მაგრამ ამ შეგუებული თხრობის მიღმა, ფაქტი ისაა, რომ მან დღესაც იცის, ისევ კითხულობს თავის სახლის და ხეების ამბავს.

ჩვენი მეგობარი დევნილები დღეს სოციალურად დაუცველები არ არიან, ყველაფერი თავიდან შექმნეს და და მაინც, ისინიც, მუდმივად თან ატარებენ უზომო ტკივილს. უბრალოდ, მარტივად რომ შევიგრძნოთ პოსტ ტრავმული სტრესის კვალი ამ ადამიანებზე – ერთი სამახსოვრო რამ წარმოვიდგინოთ, რაც დაგვიკარგავს და ვერასდროს დავივიწყეთ და ყველაზე მცირე ტრავმა წარმოვიდგინოთ, ახალ გარემოში რომ აღმოვჩნდით და დამკვიდრებას შევეცადეთ. მერე ეს შევიგრძნოთ წარმოსადგენადაც რთულ მასშტაბში.

დევნილებზე, ვინც სოციალურად ისევ დაუცველ ფენად რჩება, სახელმწიფო არამხოლოდ ფიზიკურად ცხოვრების პირობების შექმნით უნდა ზრუნავდეს, საზრუნავია ტრავმის კვალის აღმოფხვრაც მათში, ვისაც ტრავმის გადაძლევის საკუთარი მექანიზმები საკმარისად ვერ დაეხმარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები