LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევნილთა იპოთეკური სესხის დაფარვისთვის ბიუჯეტიდან მილიონი ლარი გამოიყოფა

114

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 49 დევნილ ოჯახს იპოთეკური სესხი უკვე დაუფარა.

როგორც „ფორტუნას“ სამინისტროდან აცნობეს,  „დევნილი ოჯახებისათვის იპოთეკური სესხების დაფარვის” საპილოტე პროექტის განხორციელება დასრულდა.

„სამინისტროში იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე დიდი რაოდენობით განაცხადებები შემოვიდა. შესაბამისად, გავითვალისწინეთ დევნილი ოჯახების მოთხოვნა და მივიღეთ პროექტის გაგრძელების გადაწყვეტილება,“- განაცხადეს სამინისტროში.

მეორე ეტაპზე განაცხადების მიღება 2015 წლის 3 დეკემბერს დაიწყება და 25 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში, ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2015 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ კერძო საკუთრებას. იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის, არაუმეტეს, 20 000 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g