LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევნილთა სააგენტო, იძულებით გადაადგილებულ 800-მდე ოჯახს სახლს შეუსყიდის – ჯანდაცვის სამინისტრო

451
ჯნდაცვის სამინისტრო

დევნილთა სააგენტო, იძულებით გადაადგილებულ 800-მდე ოჯახს სახლს შეუსყიდის.

ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ოჯახების სია, სააგენტოს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

„მნიშვნელოვანია, რომ სახლების შესყიდვის პროგრამამ, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა და მიმდინარე წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია – 2025 წელს, სააგენტომ სახლი 3000-მდე დევნილ ოჯახს შეუსყიდა.

დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.

სოფლად სახლის შესყიდვის პროგრამა, 2014 წლიდან ამოქმედდა და ამ პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფომ, ჯამში, 13 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი განასახლა.

შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, დევნილი ოჯახების განსახლება მომავალშიც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g