LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევნილთა სააგენტომ გამოაქვეყნა 300-ზე მეტი დევნილი ოჯახის სია, რომლებსაც სოფლად სახლებს შეუსყიდის

115
BeFunky-collage

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 300-ზე მეტ დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.

სააგენტოს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც ექვსთვიანი ვადა მიეცათ.

2022-2024 წლებში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული 5 000 ოჯახი განსახლდება.

დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის კიდევ უფრო დაჩქარების მიზნით, კომისიის სხდომები ყოველთვიურად გაიმართება.

„სოფლად სახლის“ პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით დევნილ ოჯახებს განაცხადის შევსება ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

დევნილი ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე – www.idp.gov.ge გამოქვეყნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები