დღეიდან ვაქცინაციის პროცესში 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორგანო გადანერგილი პირები ჩაერთვებიან.
სპეციალურ საიტზე რეგისტრაციის უფლება მათ რამდენიმე დღის წინ მიეცათ.
11 ათასზე მეტი მოქალაქე კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აიცრა, ხოლო 20 ათასამდე პირი იმუნიზაციის პროცესში ჩასართავად დარეგისტრირდა.
ცნობისთვის, საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.