LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან, „ბაზარი ორბელიანზე“ მესხურ დღეებს მასპინძლობს

173
276279439_260486069622210_1017551694618785413_n

18-19-20 მარტს „ბაზარი ორბელიანი“ მესხურ დღეებს მასპინძლობს. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ბაზარში შეიკრიბებიან მესხეთის გულიდან ჩამოსული ფერმერები და ნობათით აავსებენ აქაურობას.

„ჩამოგვიტანენ ტრადიციულ ქვის თონეში გამომცხვარ, ქართული ენდემური ჯიშის, ხორბლისგან მომზადებულ სომინს, თითიან შოთებს, მოჭრილ ერიშტას, ქართული სამზარეულოს სიამაყეებს. მესხური გემოს ბოლომდე შესაგრძნობად, სამცხე-ჯავახეთური, ფურნედან ახალ გამოყრილი ქადებიც აქ დაგხვდებათ. ამიტომ, არ გამოგრჩეთ მესხური დღეები, მოდით ბაზარში ორბელიანზე“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

ცნობისთვის, „ბაზარი ორბელიანზე“ არის ისტორიული ბაზრის განახლებული კონცეფცია, რომელიც ქართული წარმოების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g