LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნობათობა ბაზარში – „ბაზარი ორბელიანზე“ ქართველი ფერმერები და მეწარმეები გიმასპინძელებენ

143
272832340-232120895792061-6426381894767012490-n

ნობათობა ბაზარში: 5 თებერვლიდან-13 თებერვლის ჩათვლით „ბაზარი ორბელიანზე“ ქართველი ფერმერები და მეწარმეები გიმასპინძელებენ. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს დახვდებათ სხვადასხვა აქტივობები, მუსიკალური გაფორმება და რაც მთავარია, სპეციალური ფასდაკლებები.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით შექმნილი ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია: თაფლი, ღვინო, ყველი, მშრალი ხილი, ქართული ტრადიციული ნუგბარი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ „ნობათობის“ ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანზე“ უსასყიდლოდ უთმობს სივრცეს ადგილობრივ ფერმერებსა და მეწარმეებს. ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობითაა დატვირთული, რაც სხვადასხვა ფორმატით – დეგუსტაციები, შეფების მასტერკლასები, ბავშვებისთვის შემეცნებითი აქტივობები – პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანას გულისხმობს.

„გარდა ამისა, ჩვენი პატარა სტუმრებისთვის მოეწყობა „თამაშობანას” საბავშვო კუთხე. „ნობათობის” ფარგლებში, ასევე, გასტრო სკოლაში ჩატარდება ქართული სამზარეულოს მასტერკლასები, სადაც სტუმრების მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 15 ადამიანს. მასტერკლასის ღირებულება 50 ლარი“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

ცნობისთვის, „ბაზარი ორბელიანზე“ არის ისტორიული ბაზრის განახლებული კონცეფცია, რომელიც ქართული წარმოების მხარდაჭერას ისახავს მიზნად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები